"ვოზორიტიდს" შეუძლია სიმაღლეში ზრდა, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება 2-3 წლის შემდეგ - ივანე ჩხაიძე
მედიკამენტ „ვოზორიტიდთან“ დაკავშირებით ცნობილია, რომ მას შეუძლია სიმაღლეში ზრდა, თუმცა სხვა ზეგავლენა შესწავლილი არ არის - ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, პრეპარატის დადებითი და უარყოფითი შედეგები უნდა დადგინდეს.
ერთადერთი, რაც ჩვენ ამ პრეპარატზე ვიცით, მწარმოებლის მიერ ჩატარებულო კვლევაა, რაც მიუთითებს იმას, რომ ამ პრეპარატს შეუძლია, სიმაღლეში ზრდის უზრუნველყოფა. არავინ არ იცის, რა მოხდება 2-3 წლის გამოყენების შემთხვევაში, გრძელდება თუ არა იმავე მოცულობთ ზრდ,ა თუ ეს არის მხოლოდ პირველი ცდის შედეგი, მოგვიანებით გართულებებზე არის საუბარი და ძირითადი პოზიცია, რაც ქვეყნებს აქვთ სწორედ აქედან გამომდინარე აქვს" - ამბობს ივანე ჩხაიძე.