ივანე ჩხაიძე "ვოზორიტიდით" მკურნალობას ეთანხმებოდა, პრეპარატის შემოტანას ჯანმო-ს რეკომენდაცია არ სჭირდება - მშობლები
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს - ქუჩაში შვილების გადასარჩენად გამოსული დედები იმ ექიმების ჯგუფის განცხადებებს აპროტესტებენ, ვინც დღეს თქვა, რომ მედიკამენტი, რომელსაც შვილებისთვის თვეებია ითხოვენ, აღიარებული არ არის.
დედების თქმით, აპრილში გამართული შეხვედრისას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პირადად თამარ გაბუნია აყენებდნენ ერთადერთ მოთხოვნას, რომ როდესაც ევროკავშირის 2 ქვეყანა დაიწყებდა მედიკამენტით მკურნალობას, სახელმწიფო აიღებდა მათგან მაგალითს.
მინდა, მოგმართოთ ბატონო პრემიერო და ჯანდაცვის მინისტრო, ჩვენ მშობლებმა 3 მაგალითი მოგიყვანეთ ეს არის ესპანეთი, ჩეხეთი და იტალია. მიბაძეთ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრს. ეს არის ესპანეთის ჯანდაცვის გვერდზე განთავსებული ინფორმაცია თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია მედიკამენტი "ვოსორიტიდი", ეს იგივეა, რომ თქვენს გვერდზე განთავსდეს ინფორმაცია და ვინმემ უარყოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე დევს ინფორმაცია და მიბაძეთ ამ ქვეყნებს, რომლებიც უკვე მკურნალობენ ბავშვებს"- თქვა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელმა.
დედებმა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებაც შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ივანე ჩხაიძემ 16 თვის წინ, პირობა პირადად მისცა, რომ თუ ბავშვები ვოსორიტიდს მიიღებდნენ, ის იქნებოდა პირველი ექიმი, ვინც ხელს მოაწერდა:
მინდა, ვუპასუხო დღევანდელ საბჭოში მყოფ ერთ-ერთ ექიმს, ბატონ ივანე ჩხაიძეს, რომელიც ამბობს, რომ უნდა დავაკვირდეთ, როდის აკვირდებით ბატონო ივანე, როდესაც ხელს გვიწერდით მშობლებს 16 თვის წინ, რომ თუ თქვენი შვილები დაიწყებენ ამ მედიკამენტით მკურნალობას მე დაგეხმარებით, მე ვიქნები პირველი ექიმი, რომელიც ხელს მოგიწერთო, ასევე მინდა, გაჩვენოთ ბატონი ივანეს ხელმოწერა, რომ ის ეთანხმებოდა ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის ამ მედიკამენტის შემოტანას და ბავშვების მკურნალობას.
ძალიან გთხოვთ, ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში. ჯანმოს რეკომენდაცია არ სჭირდება ჯანდაცვის მინისტრს და ქალბატონ თამარ გაბუნიას, რადგან 20 აპრილს არასოდეს გაჟღერებულა ეს ფრაზა. საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი მედიკამენტი არის შემოტანილი ჯანმოს რეკომენდაციის გარეშე.
რა არის რეკომენდაცია? თქვენი რეკომენდაცია უნდა იყოს ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მედიკამენტის შემოტანა.
16 თვე და 8 დღე და ღამეა მშობლები გელოდებით, დასრულდა ლოდინის დროს ნუ გამოგვიყვანეთ მშობლები წყობილებიდან"- თქვა აქციის მონაწილემ.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე დასწრებნას ითხოვენ:
აღარ ვართ 12 ბავშვის მშობელი ძალიან ბევრი ადამიანი, გვიჭერს მხარს ძალიან ბევრი, ძალიან გთხოვთ, მიიღეთ დაუყოვნებლივ გადაწყვეტილება. დასრულდა საბჭოები, საბჭო, რომელშიც არცერთი დედა არ ვართ და არცერთ დედას არ გვესმის ხმა, ჩვენ ჟურნალისტები გვეუბნებიან, რომ ასე თქვენს. რატომ არ ვართ დედები, რომლებიც ყველაზე კომპეტენტურები ვართ ამ საქმეში.
დიახ, მიიღეთ დაუყოვნებლივ გადაწყვეტილება, დიახ, ჩვენი შვილები უნდა იყვნენ ჯანმრთელები, ნუ დაელოდებით ჯანმოს გადაწყვეტილებას, შემოიტანეს ერთ-ერთი მედიკამენტი რომელიც ქალბატონმა ლიამ თქვა და არ იყო ჯანოს რეკომენდაცია მასზე და შემდეგ დაურეკეს და უთხრეს დაუყოვნებლივ დაწერეთ, რომ ჯანმოს რეკომენდაცია გაიცესო, სწორედ ასე შემოიტანეთ მედიკამენტი ვოზორინიტი. მშობლები ძალიან უნდათ ალბათ, რომ დავიღალოთ, მაგრამ ჩვენი ერთადერთი მიზანი დაუყოვნებლივ იქნება დაკმაყოფილებული და ჩვენი შვილები ჯანმრთელები" - აცხადებს მშობელი.