გადაწყვეტილებას დრო სჭირდება - რას პასუხობს სამინისტრო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს?

26.04.23 17:24
გადაწყვეტილებას დრო სჭირდება  - რას პასუხობს სამინისტრო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს?

რას პასუხობს ჯანდაცვის სამინისტრო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს?  - მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პრეპარატ Voxzogo-ის საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით სიცხადე რამდენიმე კვირაში ექნებათ: 

კითხვაზე როდის გადაწყდება, მიიღებენ თუ არა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვები მედიკამენტს, გაბუნიამ განაცხადა, რომ „ამ გადაწყვეტილებას გარკვეული დრო დასჭირდება“.

ვფიქრობთ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად მეტი სიცხადე გვექნება, რა გზას უნდა მივმართოთ მედიკამენტთან დაკავშირებით. ამავე დროს, გაკეთდა აქცენტი იმაზე, რომ მრავლობითი სიმპტომები და საჭიროებები, რაც ბავშვებს აქონდროპლაზიის შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს, უნდა შეფასდეს დღესვე. ამას გადავადება და ლოდინი არ სჭირდება. შემდეგ უნდა მოხდეს ამ საჭიროებების დაკმაყოფილება, იქნება ეს ჩვენს ქვეყანაში თუ უცხოეთის კლინიკაში"- განაცხადა გაბუნიამ. 

დედებისგან განსხვავებით, ჯანდაცვის  მინისტრი ამტკიცებს, რომ სამუშაო ჯგუფში მშობლების წარმომადგენელიც არის ჩართული. 

მშობლების წარმომადგენელი არის სამუშო ჯგუფის წევრი. ეს შეხვედრა დათმობილი იყო პროფესიული მსჯელობისთვის და ტექნიკური საკითხები იყო განხილული, მათ შორის მედიკამენტების ანაზღაურების მექანიზმები სხვა ქვეყნებში. მშობლებს სამუშაო ჯგუფის შემდეგ სხდომაზე ექნებათ მონაწილეობის შესაძლებლობა" - თქვა მინისტრის მოადგილემ იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.