ინციდენტში "კაწრო" არ მონაწილეობდა - ბილანიშვილის ცოლი

16.05.21 17:06
ინციდენტში "კაწრო" არ მონაწილეობდა - ბილანიშვილის ცოლი

ნახალოვკაში სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილეობას უარყოფს ბერას ახლო მეგობარი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო". მისი მეუღლის თქმით, ბილანიშვილი იმ დროს სახლში იყო და შემთხვევასთან კავშირი არ ჰქონია.

ეს არის მორიგი ზღაპარი და ტყუილი, ყველაფერზე პასუხს თხოვენ, ყველა საქმეში როგორ შეიძლება იყოს გარეული, ეს არის მიზანმიმართული", - ამბობს ბილანიშვილის ცოლი ნათია რუხაია.

ბილანიშვილის ადვოკატი თამარ აბესაძე  კი  რუხაიას ვერსიას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ "კაწრო" თბილისში საერთოდ არ იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ  გასროლის ხმა ნაძალედევში შუადღისას გაიგეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ერთ-ერთ ავტომობილში მსხდომ 3 პირს მეორე ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია ავტომობილის მძღოლი, თუმცა ადგილზე სასწრაფო არავის გამოუძახებია და შესაბამისად უცნობია, დაშავებულის მდგომარეობა.