ბებიის მიმართ სავარაუდო, სექსუალური ხასიათის დანაშაული - სოფელი 26 წლის კაცის უკმაცრესად დასჯას ითხოვს

26.04.23 19:59
ბებიის მიმართ სავარაუდო, სექსუალური ხასიათის დანაშაული - სოფელი 26 წლის კაცის უკმაცრესად დასჯას ითხოვს

26 წლის კაცს პროკურატურა ფსიაქიატრიულ ექსპეტიზას ჩაუტარებს. ახალგაზრდა 77 წლის ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულშია ბრალდებული. მოხუცს მთელს სხეულზე ძალადობის კვალი ახლაც ეტყობა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შვილიშვილი ბებიაზე სავარაუდოდ, სხვდასხვაგვარ ძალადობას ახორციელებდა, შემდეგ კი ოთახში კეტავდა, რომ არ გაქცეულიყო. 

სოფელი შოკშია. ხალხი 26 წლის კაცის უკმაცრესად დასჯას ითხოვს. ირკვევა,  რომ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ბრალდებულის მამა თავად შეესწრო. მსხვერპლი ბებია დიდი ხანი შიშის გამო დუმდა. სისტემატიური ძალადობის ამბავი კი მეზობელთან მას შემდეგ გათქვა, რაც მიხვდა, რომ ფიზიკურად ამის გაძლება უკვე აღარ შეეძლო. ორჯერ ნასამართლევი კაცი პატიმრობაში გაუშვეს და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დეტალები იხილეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.