"ბავშვებს უნდათ წამალი" - დედების უწყვეტი პროტესტი და მსვლელობა თბილისის ცენტრში
დედების უწყვეტი პროტესტი თბილისის ცენტრში. მშობლებმა, რომლებაც ხსნა ვერსად ნახეს, ისევ ქუჩაში გავიდნენ. "ბავშვებს უნდათ წამალი" - ამ შეძახილებით დედებმა, შვილებმა და მათთან ერთად სხვა მოქალაქეებმა მსვლელობა მოაწყეს.
დედები ამბობენ, რომ აქციები მას შემდეგ შეწყდება, რაც მთავრობა გამოსცემს განკარგულებას კონკრეტული თარიღის მითითებით, როდის გადაეცემათ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს მედიკამენტი.