ხელისუფლების უარი, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს, ემიგრაციაში წასვლას აიძულებს
დედებს, რომლებიც ერთ კვირაზე მეტია ქუჩაში დგანან, ხელისუფლება აიძულებს ემიგრაციაში წავიდნენ. ეს შვილების გადარჩენის ერთადერთი გზაა. რადგან საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტი ხელმისაწვდომია და ხარჯებს სრულად სახელმწიფო ფარავს. ქვეყნის დატოვების შესახებ ფიქრი დედებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჯანდაცვის სამინისტროდან მედიკამენტის შემოტანაზე პრაქტიკულად უარი მიიღეს.
უწყებაში ამბობენ, რომ საჭიროა დრო პრეპარატის შესწავლის მიზნით. არადა მინისტრის მოადგილე რამდენიმე დღის წინ მათ ჰპირდებოდა, რომ წამალს მალე მიიღებდნენ. დღეს პირობა შეიცვალა, რაც მშობლებისთვის დროის გაჭიანურებას ნიშნავს. ამბობენ, რომ ამდენი დრო არ აქვთ, რადგან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც კრიტიკულ ასაკს თითქმის მიაღწიეს და თუ დროულად არ მოხდება პრეპარატის მოხმარება, მაშინ მისი გამოყენება აზრს დაკარგავს.
დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.