"მე დავბრუნდი" - "ჩაქუჩა" თავისუფალია

27.04.23 10:42
"მე დავბრუნდი" - "ჩაქუჩა" თავისუფალია

ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე, რომელიც სასჯელს აშშ-ის მკაცრი დაწესებულების ციხეში იხდიდა, თავისუფალია - ინფორმაციას თავად ხურციძე ავრცელებს.

"მე დავბრუნდი"-წერს ჩაქუჩა. 

ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

2018 წელს, ქართველ მოკრივე  ნიუ-იორკის სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.