სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში დაბრუნდა

27.04.23 10:52
სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში დაბრუნდა

სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ქვეყანაში დაბრუნდა.  

ავიაკომპანია Geosky-ს 20-ის ცნობით, ჩამოფრენილთა შორის არის კომპანიის 20 თანამშრომელი. 

ხართუმიდან ევაკუირებულია კიდევ ერთი ავიაკომპანიის - Myway-ს 13 თანამშრომელი.  ისინი ქაიროში არიან, "სადაც დაისვენებენ და შემდეგ მოხდება მათი ჩამოყვანა საქართველოში".