პროტესტის მეათე დღე - მშობლები ღარიბაშვილისგან პროცესის დაჩქარების გარანტიას ითხოვენ

27.04.23 12:32
პროტესტის მეათე დღე - მშობლები ღარიბაშვილისგან პროცესის დაჩქარების გარანტიას ითხოვენ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების დედები ირაკლი ღარიბაშვილისგან გარანტიებს ითხოვენ. უწყვეტი აქციის მონაწილეები მთავრობის მეთაურის სახელზე წერილს ამზადებენ.

დედები ითხოვენ, ღარიბაშვილმა მოაწეროს ხელი დოკუმენტს, რომლც დაარეგულირებს მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანასა და მოზარდებისთვის დროული მიწოდებას.

დედები ძალიან კარგი ნაბიჯებით მივდივართ წინ,  მე იმედს ვიტოვებ, რომ აღარ მოგვიწევს ქუჩაში დგომა და პრემიერისგან, სახელმწიფოსგან ასეთი მოთხოვნა სიმკაცრე და მუდარი, რომ ჩვენ შვილებს დაეხმარონ და დაიწყონ შვენი შვილების მკურნალობა.

გუშინ საბჭოზეც ძალიან კარგი გადაწყვეტილებები მიიღეს, რომ უნდა დაჩქარდეს პროცესი. უნდა დაჩქარდეს პროცესი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონკრეტული თარიღი დრო. გვჭირდება დოკუმენტი და როცა მშობლები ვიქნებით 100%-ით გარანტიის და არა სიტყვებზე დამოკიდებული გავჩერდებით. იმდენად სამართლიანი ჩვენი მოთხოვნა, რომ თავადაც მიხვდნენ, რომ აღარ არის საჭირო ლოდინი და დროში გაწელვა" - ამბობს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდის მშობელი.