რუსეთში თამარ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ

27.04.23 12:58
რუსეთში თამარ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ

ორგანიზაცია "რუსეთის მამები" ხელისუფლებისგან თამარ გვერდწითელისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და კონცერტების ჩატარების აკრძალვას ითხოვს.

 ინფორმაცია ტელეგრამ-არხი „მეში“ გავრცელდა.

ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტივისტი ანდრეო ზგონიკოვი მოთხოვნას იმით ხსნის, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სახალხო არტისტმა თამარ გვერდწითელმა რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა, ქვეყანა დატოვა და კონცერტების ჩატარებას აშშ-ში გეგმავს.

ცნობილია, რომ „რუსეთის მამები“-ს ორგანიზაცია 2021 წლის ბოლოს შეიქმნა და მისი გამგეობის თავმჯდომარე ანდრეი კოჩენოვი, რუსეთის პრეზიდენტთან არსებული მამების საზოგადოებრივი საბჭოს ხელმძღვანელია.