საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.
"თბილისიდან – 61კმ. ქალაქი წალკა - სამხრეთ-დასავლეთი - 19კმ. სოფელი მამიშლარი - 5კმ. 3 მაგნიტუდა (ML)",- აღნიშნულია ვებგვერდზე.
მიწისძვრა დღეს, საქართველოს დროით 12:32 საათზე დაფიქსირდა.