კაცი, რომელსაც ცოლი ძალადობაში ამხელს, დანაშაულს არ აღიარებს - შალვა იაშვილი დუმილის დარღვევას აანონსებს
ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კაცს პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა - 38 წლის შალვა იაშვილი, რომელსაც ახალგაზრდა ქალი ფიზიკურ ძალადობაში ამხელს, დანაშაულს არ აღიარებს.
"პირველების" ინფორმაციით, დაკავებული დუმილის დარღვევას სასამართლო დარბაზში გეგმავს.
რენატა ბეგიაშვილმა ძალადობაში სოციალური ქსელით რამდენიმე დღის წინ ამხილა - ქალი წერდა, რომ სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მოსდიოდა.
იაშვილის ადვოკატის თქმით, ისინი სასამართლოს წინაშე გირაოს შუამდგომლობას დააყენებენ.
"შალვა იაშვილი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას. უფრო მეტიც, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობას შალვა იაშვილის მხრიდან, ამას ადასტურებს შემთხვევის ადგილზე მყოფი არაერთი მოწმე, რომელიც ცდილობდა, აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი რენატა ბეგიაშვილის დაწყნარებას.
საკითხები, რომელზედაც ჩვენ პასუხები გვაქვს, მაგრამ გარკვეული საკითხები უნდა გაჟღერდეს პირველ რიგში სასამართლო დარბაზში იმიტომ, რომ როდესაც იმ ინფორმაციას, რომელიც ჯერ სასამართლოს არ მოუსმენია ჯერ-ჯერობით ვერ განვაცხადებთ"- უთხრა "პირველებს" ადვოკატმა, თეონა გვაზავამ.