სასამართლომ რეხვიაშვილის აჭარის მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო

27.04.23 16:44
სასამართლომ რეხვიაშვილის აჭარის მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა ჰეშთეგის წამყვანის მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლება ბათუმის სასამართლომ უკანონოდ ცნო.

მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან უშუალოდ ის გადაცემა (ჰეშთეგი), რომელიც მალხაზს მიჰყავდა, რამდენიმე თვის წინ დაიხურა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს 5 000 ლარს გადაუხდიან.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში, რომელიც ჟურნალისტის ინტერესებს იცავდა, აცხადებენ, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ, შეაფასებენ დავის ამ ნაწილში ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების საკითხსაც.