პროტესტი პროკურატურასთან - ადვოკატმა ვენები გადაიჭრა

27.04.23 16:40
პროტესტი პროკურატურასთან - ადვოკატმა  ვენები გადაიჭრა

პროტესტის უკიდურესი ფორმა პოროკურატურასთან - რამდენიმე წუთის წინ, ადვოკატმა ნიკოლოზ კვანტრიშვილმა ვენები გადაიჭრა. ფლებადამცველმა პროტესტის ამ ფორმას შემდეგ მიმართა, რაც  შოთაძის  უწყებიდან მასთან სასაუბროდ არავინ გავიდა.

ადვოკატს სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახმარება დასჭირდა, მას 13 ნაკერი დაადეს. 

თავდაცვის აქტი ჩავატარე იმიტომ, რომ ვერ ვიპოვე სამართლიანი ვერსად. ვერც პროკურატურაში, ვერც სასამართლოში იმიტომ, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა გამაკეთებინეს ეს: ანზორ ჩუბინიძე მოსამართლე არევაძე და თბილისის პროკურატურის პროკურორები." - ამბობს ადვოკატი. 

ნიკოლოზ კვანტრიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით დაკავებული მირიან ჯავახიშვილის უფლებებს იცავს. 

პროკურატურასთან  დღეს ჯავახიშვილების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, ისინი ანზორ ჩუბინიძისა და საქმის განმხილველი მოსამართლის, გიორგი არევაძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. 

"ჩემი შვილი იმიტომ დააკავეს, რომ ანზორ ჩუბინიძეს ასე აწყობდა. უნდოდა მოეშორებინა, ის ვინც იმის წინააღმდეგ წავიდოდა. ნათია დოღანაძემ და ანზორ ჩუბინიშვილმა მოილაპარაკეს, რაღაცა გეგმა შეთხზეს და ჩემი შვილის მანქანიდან მოიპარეს ფლეშკა და ამ ფლეშკაზე რაც უნდა თვითონ იმას ჩაწერენ. არც საქმე აღძრულია იმიტომ, რომ დიდი მფარველი ჰყავს, ანზორ ჩუბინიძე ჰყავს მფარველი და აბა როგორ მიეკარებიან და როგორ აღძრავენ საქმეს." - ამბობს დაკავებულის დედა. 

მირიან ჯავახიშვილის ახლობლები ამტკიცებენ, რომ ექსპერტიზა გაყალბებულია. პროკურატურა და სასამართლო კი ჩუბინიძის დაკვეთებს ასრულებს.  ისინი სამართლიან სასამართლოს ითხოვენ.