"მსხვერპლი მე ვარ” - რენატა ბეგიაშვილზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ იაშვილს პატიმრობა შეეფარდა
მეუღლის, რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული კაცი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. მანამდე კი ის ცდილობდა თავი მსხვერპლად წარმოეჩინა და ძალადობაში ყოფილი ცოლი დედანაშაულებინა.
“რენატა ბეგიაშვილისგან მონაყოლი ვიცი, რომ რამდენჯერმე გააუპატიურეს და აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე რაღაცას გეგმავს. ანუ მსხვერპლი ვარ მე”, - განაცხადა მან.
დაცვის მხარე სასამართლოს 5 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.
იაშვილი პოლიციამ 25 აპრილს დააკავა.
პროკურატურამ მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.