„ყოფილ ქმარს ჯაჭვით ახრჩობდა“ - ძალადობაში ბრალდებული ცოლის წინააღმდეგ და გამაოგნებელი ბრალდებები სასამართლოზე
ნაცემი ცოლის სარჩელის გადაფარვას ძალადობაში ბრალდებული კაცი დღეს უმძიმესი ამბებით ცდილობდა. სხდომათა დარბაზში ყველა გაოგნებული უსმენდა ბრალდებულის ჩვენებას ქალის წინააღმდეგ, რომელიც მისი შვილის დედაა. შალვა იაშვილი ძალადობაში რენატა ბეგიაშვილს ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ ის შურისძიების მსხვერპლია. ამ ჩვენების მიუხედავად, მოსამართლემ ბრალდებული ციხეში გაუშვა.
უფრო მეტიც, რენატა ბეგიაშვილის წინააღმდეგ დაკავებულის ადვოკატმა ისაუბრა. ამტკიცებს, რომ ბეგიაშვილს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ბოლო კონფლიქტის დროს კი მან ყოფილ ქმარს კისერზე ჯაჭვი შემოხვია და ახრჩობდა. ადვოკატი ყვება, რომ გამოძიებას ამოღებული აქვს დანაც, რომლის გამოყენებასაც რენატა ბეგიაშვილი შალვა იაშვილის მიმართ აპირებდა. ყოფილი სიძის დაცვას დღეს სიმამრიც ცდილობდა.
რა ხდებოდა ხმაურან სხდომაზე? - სოფო ნიაური მოგიყვებათ.