სისხლიანი დაპირისპირება დმანისში - ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)
დმანისში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. "პირველების" კორესპონდენტის ინფორმაციით, დაპირისპირება სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შორის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სვანეთიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები მაღაზიაში ხშირად მიდიოდნენ, პროდუქტებს ე.წ. ნისიათი იღებდნენ და ფულს არ იხდიდნენ. დღეს კი მაღაზიის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მეპატრონე ახლობლებს დაუკავშირდა და ისინი სვან ეკომიგრანტებს მაღაზიაში დაახვედრა, რის შემდეგაც ადგილზე დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, ერთმანეთს უსწორდებოდნენ ე.წ. ბეისბოლის ბიტებით.