რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, co-ს გაჟონვა საცხოვრებელ ბინაში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან მოხდა.
შემთხვევა გვიან ღამით, მე-7 მიკრო რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.