თავდასხმა მარტის აქციების აქტივისტზე - ლუკა აბლოთიაზე ფიზიკური ანგარიშსწორება უცნობმა პირებმა სცადეს

28.04.23 11:58
თავდასხმა მარტის აქციების აქტივისტზე - ლუკა აბლოთიაზე ფიზიკური ანგარიშსწორება უცნობმა პირებმა სცადეს

თავდასხმა მარტის აქციების აქტივისტზე. ლუკა აბლოთიაზე ფიზიკური ანგარიშსწორება მეტროში სცადეს. უცნობმა პირებმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურადაც სცადეს ძალადობა. მათი მოგერიება ახლგაზრდამ წიწაკის სპრეით შეძლო. მან პოლიციას უკვე შეატყობინა მომხდარის შესახებ და გამოიკითხა კიდეც სამართალდამცველები მიერ.

საქმეზე პოლიციამ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო. ახლა აბლოთია ელოდება, როდის გადაიყვანენ ექსპერტიზაზე, რადგანაც თავის არეში მას დაზიანებები აღენიშნება.  

"მეტროში დაიყვირა, ჩაქოლეთ ეს პიდარასტიო. 4 პიროვნება თავს დამესხა, სულ წიხლები და მუშტები მირტყეს. მათი აზრით, ისინი მართლები იყვნენ, რადგან ამბობდნენ, რომ როდესაც ასეთ ადამიანს ხედავ, რომელიც ქვიარ თემს ან ევროპას უჭერს მხარს უნდა ჩაქოლო. პიროვნება ჩართულია ალტ-ინფოს პროპაგანდაში. მე ვიყავი ერთ-ერთი პირი, რომელიც მონაწილეობდა ევროპულ აქციებში და შესაძლოა სწორედ ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავს დამესხნენ" .- ამბობს აბლოთია.