საქალაქო სასამართლოში პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა - ახალაზრდა კაცმა ყელი გამოიჭრა
საქალაქო სასამართლოში პატიმარმა თვითმკველობაა სცადა. ახალაზრდა კაცმა საბადრაგო სამსახურის თანდასწრებით ყელი გამოიჭრა. შემთხვევა დილის 11:00 საათზე იმ დროს მოხდა, როცა კონსტანტინე ცომაია საბადრაგო სამსახურს სასამართლო დარბაზში შეჰყავდა.
ცნობილია, რომ პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებაში მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას თვეების განმავლობაში აპროტესტებდა. კონსტატნტინე ცომაიას პრეტენზიები საგამოძიებო სამსახურთანაც ჰქონდა და ამტკიცებდა, რომ უკანონო პატიმარია. ამბობდა, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა მას იარაღი ჩაუდეს.
პოლიციელების მხრიდან მიზანმიმართულ შურისძიებაზე საუბრობს მისი ოჯახის წევრიც.
მიზანმიმართული შურისძიება მგონია. ვისი არ ვიცი... ჩერებდნენ, ჩასაფრებულები იყვნენ სახლთან პოლიციელები და ყოველთვის ტერორის ქვეშ იმყოფებოდა, - ამბობს ცომაიას ახლობელი.
პატიმრის გადასარჩენად ახლა "ვივა მედის" ექიმები იბრძვიან. ახლა მთავარი კითხვაა, საიდან ჰქონდა აკრძალული იარაღი მსჯვარდებულს და როგორ მოახერხა ციხიდან ბასრი საგნის გამოტანა.
მომხდართან დაკავშირბეით პენიტენციური დაწესებულება განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებს.
კონსტანტინე ცომაიას გამოძიება ყაჩაღობას ედავება. დაკავებულის გაანჩენი მომდევნო კვირაში უდნა გამოცხადდეს.