თავდაცვის სამინისიტროს სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახის ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ
თავდაცვის სამინისიტროს სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს. მამუკა მელაძის ცხედარს სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტზე მიაგნეს. სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა ოჯახის ახლობლებს ამ ვერსიის არ სჯერათ.
ძალიან კარგი აკცი იყო, სამხედრო პიროვნება, სასიკვდილო მაგას არაფერი არ სჭირდა, სანერვიულო მაგას არაფერი ისეთი არ ჰქონდა, რომ სიცოცხლე თითმკვლელობით დაესრულებინა. ამიტომ არ მჯერა, რომ თავი მოიკლა. ორი დღის წინ ვნახე, ძალიან კარგად იყო". - ამბობს ახლობელი.
მამუკა მელაძის ცხედარი სულ ცოტა ხნის წინ მიასვენეს მშობლიურ სახლში, კასპში.
სიკვდილის ფაქტიდან რამდენიმე საათში სამინისტრომ ისე რომ ჯერ ექსპერტიზის პასუხიც კი არ ჰქონდათ, დაიწყო მტკიცება რომ ადგილი აქვს თვთმკვლელობას.
უწყების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
საქმეზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.