"თვითმკვლელობის ამსახველი ვიდეო სერჟანტმა თავად გადაიღო" - რას უყვება წყარო თავდაცვის სამინისტროდან "პირველებს"

28.04.23 13:19
"თვითმკვლელობის ამსახველი ვიდეო სერჟანტმა თავად გადაიღო" - რას უყვება წყარო თავდაცვის სამინისტროდან "პირველებს"

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე გარდაცვლილი იპოვეს - წყარო თავდაცვის სამინისტროდან "პირველებს" უყვება, რომ თვითმკვლელობის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი არსებობს, რომელიც 45 წლის სერჟანტმა თავად გადაიღო იმისთვის, რომ კითხვები არ გაჩენილიყო მის მკვლელობასთან დაკავშირებით.

წყარო ასევე ყვება, რომ მამუკა მელაძეს ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ის ამის შესახებ მეგობრებსა და კოლეგებს ხშირად ესაუბრებოდა და სწორედ ამ პრობლემების გადაჭრა ვერ მოახერხა სერჟანტმა. 

დაიკითხნენ თუ არა მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ამ საკითხზე უწყებაში ყველა დუმს. მეტიც, სამინისტროში დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ ისინი სერჟანტს საერთოდ არ იცნობდნენ. 

მამუკა მელაძის ცხედარი სულ ცოტა ხნის წინ მიასვენეს მშობლიურ სახლში, კასპში.

სიკვდილის ფაქტიდან რამდენიმე საათში სამინისტრომ ისე რომ ჯერ ექსპერტიზის პასუხიც კი  არ ჰქონდათ, დაიწყო მტკიცება რომ ადგილი აქვს თვთმკვლელობას.  

უწყების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

საქმეზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები