სერჟანტის ბურუსით მოცული გარდაცვალება - ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ შემთხვევის უკან სხვა საქმე ფიგურირებდეს
რა გახდა თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის გარდაცვალების მიზეზი? - მამუკა მელაძის ნაცნობები არ გამორიცხავენ, რომ ბურუსით მოცული ტრაგიკული შემთხვევის უკან სხვა საქმეც ფიგურირებდეს.
დაზაფრული ვართ, ბავშვობიდან ვიცნობთ, ცხინვალშიც იბრძოდა, ქვეყანაზე იყო შეყვარებული. მიჭირს რამის თქმა. ერთი კვირის წინ ვესაურბე, არაფერი მსგავსი. საცოდავად წავიდა ამ ქვეყნიდან. თვითმკვლელობის არ მჯერა. ათასი რამე კეთდება და მერე ვითომ, თავი მოიკლა. ერაყშიც იყო ნამყოფი". - ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.
მამუკა მელაძის ცხედარი უკვე მიასვენეს მშობლიურ სახლში, კასპში.
სიკვდილის ფაქტიდან რამდენიმე საათში სამინისტრომ ისე რომ ჯერ ექსპერტიზის პასუხიც კი არ ჰქონდათ, დაიწყო მტკიცება რომ ადგილი აქვს თვთმკვლელობას.
უწყების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
საქმეზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.