სერჟანტის ბურუსით მოცული გარდაცვალება - ყოფილი სამხედროები თავდაცვის უწყებაში არსებულ რთული ვითარებაზე საუბრობენ

28.04.23 15:33
სერჟანტის ბურუსით მოცული გარდაცვალება - ყოფილი სამხედროები თავდაცვის უწყებაში არსებულ რთული ვითარებაზე საუბრობენ

სერჟანტის ბურუსით მოცული გარდაცვალება - სამხედროები და გენერლები, რომლებიც თავდაცვის უწყებაში წლები მუშაობდნენ, ამბობენ, რომ ახლა ძალიან რთული ვითარება არის ჯუანშერ ბურჭულაძის უწყებაში. 

ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ თავდაცვაში სამხედრო მოსამსახურები პრიორიტეტები არ არიან და "ოცნებას" ისინი მხოლოდ საარჩევნოდ სჭირდებათ. 

კონტროლი საერთოდ არ არსებობს. ის მძიმე სოციალური ფონი, რაც თავდაცვის სამინისტროშია, არ არის ერთი და ორი დღის, ეს წლებია გრძელდება და ამაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად თავდაცვის მიმართულებით მუშაობენ. სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას, რომლის ქვეყნის 20% ოკუპირებულია თავდაცვა არ აქვს პრიორიტეტი. თავდაცვის ძალები, "ოცნებისთვის" არის შესაძლებლობა, საარჩევნოდ კონკრეტული მიმართულებით გადაისროლონ ჯარისკაცები". - ამბობს თავდაცვის ყოფილი თანამშრომელი. 

მამუკა მელაძის ცხედარი უკვე მიასვენეს მშობლიურ სახლში, კასპში.

სიკვდილის ფაქტიდან რამდენიმე საათში სამინისტრომ ისე რომ ჯერ ექსპერტიზის პასუხიც კი  არ ჰქონდათ, დაიწყო მტკიცება რომ ადგილი აქვს თვთმკვლელობას.  

უწყების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

საქმეზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.