რიგით მეშვიდე წერილი ღარიბაშვილს - აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედებმა პრემიერს ულტიმატუმი წაუყენეს
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების დედებმა ირაკლი ღარიბაშვილსს ულტიმატუმი წაუყენეს. პროტესტის რეჟიმში გადასულმა ახალაგაზრდა დედებმა ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინსიტრაციაში ახალი წერილი შეიტანეს. რიგით მეშვიდე წერილი ადამინისტრაციაში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვმა შეიტანა.
ამ წერილით მშობლები და ბავშვები პრემიერს სთხოვენ, გამოსცეს სამართლებრივი აქტი, სადაც ჩაწერილი იქნება, რომ სახელმწიფო დაფინანსებით ქვეყანაში შემოვიდეს პრეპარატი ვოზორიტიდი.
პირველი სექტემბერი ეს არის ბოლო ვადა, რომელსაც მშობლები პრემიერს აძლევენ.
ხვალ 3 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია დაიწყება, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეურთდებიან.
მშობლები ამბობენ, რომ პროტეტსტი არ შეწყდება მანამ, სანამ პრეპარატი არ დაფინანსდება.
ხვალიდნელი აქცია იქნება განსხვავებული, ყველა სფეროს წამომადგენელი გვიერთდება. არ გავჩერდებით მანამ, სანამ არ გამოიცემა აქტი, სადაც ეწერება კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყებენ ჩვენი შვილები მკურნალობას".- ამბობს მშობელი.