სუიციდი თუ მკვლელობა? - 45 წლის სერჟანტის ცხედარი მეთუარმა იპოვა
თავდაცვის სამინსისტროს სარდლობის ბაზაზე დღეს 45 წლის სერჟანტის ცხედარი მეთუარმა საპირფარეშო ოთახში იპოვა. სტაჟიანი სამხედროს სიკვდილიდან რამდენიმე საათში, ისე რომ არც ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობდა და არც გამოძიება იყო ჩატარებული, ჯუანშერ ბურჭულაძის უწყებაში იმის მტკიცება დაიწყეს, რომ მამუკა მელაძემ თავი ოჯახური პრობლემების გამო მოიკლა.
მამუკა მელაძე აგვისტოს ომისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიების მონაწილე იყო. ის უკვე 20 წელია საქარველოს შეირაღებულ ძალებში მსახურობს. თვითმკვლელობის ვერსიას ახლობლები ეჭვქვეშ აყენებენ. ამბობენ, რომ სერჟანტს არც ამის საფუძველი ჰქონდა და არც მანამდე შეუმჩნევიათ რამე საეჭვო.
ოჯახი ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც შესაძლოა, ნათელი მოფინოს ამ ამ ბურუსით მოცულ ტრაგიკულ ფაქტს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას და გიორგი დვალიშვილის რეპორტაჟში.