დედის მკვლელობა ჩვილის თვალწინ - 20 წლის ქალის ქმარი შემზარავ დღეს პირველად იხსენებს

17.05.21 11:13
დედის მკვლელობა ჩვილის თვალწინ - 20 წლის ქალის ქმარი შემზარავ დღეს პირველად იხსენებს

მკვლელობა ჩვილის თვალწინ და დაკავებული ქართველი - საბერძნეთში 20 წლის ქალის მკვლელობის დეტალებზე მოკლულის ქმარმა პირველად ისაუბრა. 

მისი თქმით, საცხოვრებელ სახლში 3 შეიარაღებული პირი შეიჭრა და მისი ცოლი აწამა. 

ექვსის ნახევარზე შემოვარდა 3 შეიარაღებული თავდამსხმელი. პირველი, რაც გააკეთეს, იყო ის, რომ ხელები და ფეხები დამიბეს, პირზე წებოვანი ლენტი მომახვიეს, რომ ხმა ვერ ამომეღო. მე გვერდით ოთახში გამოყვანეს, ჩემი ცოლი კი  11 თვის ბავშვის თანასწრებით აწამეს.  მესმოდა ხმები, როგორ ემუქრებოდნენ ჩემს ცოლს და ბავშვს. ყვიროდნმენ, სად იყო ფული. დაახლოებით ნახევარი საათი იყვნენ სახლში. ძალიან მიმძიმს გახსენება, რა საშინელება გამოვიარეთ. ძლივს ავიღე ტელეფონი, რომ დასახმარებლად დამერეკა"- აცხადებს მოკლული ქალის მეუღლე. 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ თანამზრახველთან ერთად, საბერძნეთის გარეუბანში, მდიდარი მფრინავის სახლში შეიჭრა, მოსამსახურე და ქალის ქმარი გაკოჭა და ბრიტანეთის მოქალაქე გოგო 11 თვის ჩვილის თანდასწრებით მოკლა. 36 წლის ბრალდებულმა მოკლა ძაღლიც, რომელიც მას სავარაუდოდ წინააღმდეგობას უწევდა.