თბილისის უფასო სასადილოების მოწყობა, საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებს მიანდეს
თბილისის უფასო სასადილოების მოწყობა, საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიებს მიანდეს. 10 რაიონის ტენდერში, უკონკურენტოდ გამარჯვებული 4 კომპანიიდან 3 წარსულში სანიტარული ნორმების დარღვევის გამო დაჯარიმებულები არიან. ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
მკვლევარებმაა დაადგინეს, რომ მთავრობამ მილიონობით ლარი გაჭირვებული ხალხის გამოსაკვებად უნდა მიანდოს კომპანიებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მათზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად არ ასრულებენ.
4 კომპანიიდან 3 არის წარსულში დაჯარიმებული ჰიგიენის ნორმების და სხვა წესების დარღვევის გამო. ამავე დროს, ზოგიერთი კომპანია არის ქართული ოცნების შემომწირველი და მათი აქტიური მხარდამჭერი. გაუმჭირვალედ და კონკურენციის გარეშე წარიმართება მილიონობით ლარის დახარჯვა. ამავე დროს ამ კომპანიებმა გამოასწორეს თუ არა წარსულში დაშვებული შეცდომები, ამაზე ჩვენ პასუხი არ გვაქვს. სამაგიეროდ, ისინი შეუფერხებლად იღებენ ამ მილიონიან ტენდერს". - ამბობს მკვლევარი.