აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების დედების აქციისთის რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ - პროტესტს უერთდებიან სტუდენტებიც
აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების დედების დაანონსებულ აქციამდე ორ საათზე ნაკლები დრო რჩება. სპეციალურად ამ აქციისთის რეგიონებიდან ჩამოვიდნენ ქონდროპლაზიის მქონე ბავშვები და მათი მშობლები.
ქუთაისიდან ჩამოვედი. ჩემი შვილი გიორგი 18 წლისაა. ჩემს შვილს აქვს აქონდროპლაზია. ბევრი გართულებები აქვს. ჩემი შვილისთვის საათებსაც და წუთებსაც კი დიდი მნშვნელობა აქვს რომ ეს წამალი მალე მივიღოთ. ამიტომაც ეს გაჭიანურება ყველაზე მეტად გულდასაწყვეტია". - ამბობს მშობელი.
აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლების ხმაურიანი პროტესტს მსვლელობით შეუერთდებიან სტუდენტებიც.
"ვითხოვთ, რომ რაც შეიძლება მალე დაუფინანსონ ბავშებს წამალი. ჩვენ გავაგრძელებთ დედებთან ერთად პროტესტს, ყოველ დღე ქ ვიქნებით, სანამ მთავრობა ჩვენს სათქმელს არ გაიგებს და ბავშებს არ დაეხმარება". - ამბობს სტუდენტი.