"გთხოვთ, მოხვიდეთ სასამართლოსთან" - ლაზარეს ოჯახი, პროცესის პარალელურად, პირველ მაისს აქციას აანონსებს

29.04.23 13:43
"გთხოვთ, მოხვიდეთ სასამართლოსთან" - ლაზარეს ოჯახი, პროცესის პარალელურად, პირველ მაისს აქციას აანონსებს

ლაზარე გრიგორიადისის წინასასამართლო სხდომამდე ორი დღე დარჩა. 21 წლის აქტივისტის საქმეზე მოსამართლე პირველ მაისს იმსჯელებს. სასამართლო პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებები უნდა გაცვალონ. ახალგაზრდა ბიჭის მხარდასაჭერად, ლაზარეს ოჯახის წევრები საქალაქო სასამართლოს ეზოში პროცესის პარალელურად,  აქციას აანონსებენ და ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს რომ ლაზარე სისტემის მსხვერპლია.

მე მინდა ვთხოვო და მოვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს საქმე რაც შეილება მალე განიხილონ, იმიტომ, რომ დრო აღარ არის. ასევე მინდა ვთხოვო ყველა ორგანიზაციას, არასამთავრობოს, ახალგაზრდებს, პოლიტიკურ პარტიებს, რომ პირველში სასამართლოსთან მოვიდნენ, რომ მოსამართლე ცოტა დავაფიქროთ თავის გადაწყვეტილებებში". - ამბობს გრიგორიადისის ოჯახი.

თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სალომე ხვადაგიანი ლაზარესთის ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტის გამოყენებას ითხოვს.

ვითხოვთ ნაფიც მსაჯულებს - დაე, მოქალაქეებმა განსაჯონ ლაზარე და თორნიკე დამნაშავეები არიან თუ არა და ეს შექმნის, გარკვეულ ნდობას პროცესისადმი, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ლაზარესა და თორნიკესთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. იმისათვის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებად შევდგეთ".- ამბობს ხვადაგიანი.