"დაძინებული შვილებით ხელში მოვიდნენ ჩვენს მხარდასაჭერად, მიყვარხართ" - თბილისში დედების აქცია იწყება

29.04.23 15:08
"დაძინებული შვილებით ხელში მოვიდნენ ჩვენს მხარდასაჭერად, მიყვარხართ" - თბილისში  დედების აქცია იწყება

"მიეცით წამალი ბავშვებს" - თბილისში  დედების აქცია იწყება. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონეე მოზარდების მშობლები  მსვლელობით მთავრობის უმოქმედობას აპროტესტებენ. სამთავრობო კვარტალში  დედების მხარდასაჭერად მიდიან ხელოვანები, პოლიტიკოსები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეეები.

"დედები არ უნდა ტიროდნენ" ამ მოწოდებებით და საპროტესტო ბანერებით ხელში, იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე მოზარდები მშობლებთან ერთად, ქართული ოცნების ხელისუფლებისგან გადარჩენისთვის საჭიროო ძვირადღირებულ პრეპარატს ითხოვენ.

აქ ვხედავ მშობლებს, რომლებსაც ხელში ჰყავთ დაძინებული შვილები. მინდა ვუთხრა მათ, რომ ყველა ძალიან მიყვარხართ, რომ ასე იბრძვით ჩცვენი შვილებისთის. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს რომ შეგვხდეს პრემიერი, გთხოვთ დაგვინახოთდ ა მოგვაქციოთ ყურადღება". - ამბობს მშობელი.