მე, როგორც სამი შვილის დედა, ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ბავშებმა მიიღონ წამალი - სოფო ჯაფარიძე
ენმ-ს წევრი სოფო ჯაფარიძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლების აქციაზე შვილებთან ერთად მივიდა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს ამ ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ამ ბავშებისთვის მედიკამენტი და მე, როგორც სამი შვილის დედა, ვითხოვ და ვიბრძოლებ, რომ ამ ბავშვებს ჰქონდეთ სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. ვიბრძოლებ ბოლომდე ამ ბავშების მშობლებთან ერთად და ვიბრძლებ იქამდე, სანამ არ მიიღებენ ეს ბავშვები ამ მედიკამენტს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, სანამ ჯანდაცვის სისტემა ინდივიდუალურად არ მოერგება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს". - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
"მიეცით წამალი ბავშვებს" - თბილისში დედების აქცია იწყება. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონეე მოზარდების მშობლები მსვლელობით მთავრობის უმოქმედობას აპროტესტებენ. სამთავრობო კვარტალში დედების მხარდასაჭერად მიდიან ხელოვანები, პოლიტიკოსები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეეები.