"ზაკომ 8 წლის ასაკში მითხრა, რატომ არ ვიზრდებიო, მაშინ დავპირდი, რომ გაიზრდებოდა" - დედის ემოციური გამოსვლა

29.04.23 16:24
"ზაკომ 8 წლის ასაკში მითხრა, რატომ არ ვიზრდებიო, მაშინ დავპირდი, რომ გაიზრდებოდა" - დედის ემოციური გამოსვლა

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს. დედები სიტყვით გამოდიან. აქონდროპლაზიის მქონე ზაკოს დედის ემოციურმა გამოსვლამ ვერავინ დატოვა გულგრილი.

მან თქვა, რომ ზაკოს, რომელსაც 8 წლის ასაკში დაჰპირდა, რომ გაიზრდებოდა, პირობას შეუსრულებს, რადგან მის შვილს მატყუარა დედა არ ჰყავს.

გამწარებული მშობელი ამბობს, რომ ის არავის მხრიდან არ იმართება და თავისი შვილის პარტიის თავმჯდომარე თავად არის.

"ზაკოს დიაგნოზს ვერ დავიკიდებ, ვერ მივალ სახლში წამლის გარეშე, იმიტომ, რომ მე ზაკოს შევპირდი წლების წინ, როდესაც 8 წლის ასაკში მითხრა, რატომ არ ვიზრდებიო, მაშინ შევპირდი გაიზერდები-მეთქი. მაშინ შევპირდი ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი. მე რომ დღეს წამლის გარეშე მივიდე, ზაკო დაიჯერებს, როგორც პრემიერმა თქვა, იტყუებიანო, მატყუარა დედა ჰყავს. არ ჰყავს ზაკოს მატყუარა დედა, არ არის მისი დედა მარტო. მე მმართვას ჩემი შვილი, მე ჩემი შვილის პარტიის თავმჯდომარე ვარ. მე ამის სიყვარული მმართავს. ხალხო, მე მყავს გუნდი, რომელსაც ვწერ, ხომ არ მიმატოვებთ-თქო, ისინი მე მწერენ, ხომ არ მიგვატევებო". 

"მიეცით წამალი ბავშვებს" - ამ ლოზუნგით, თბილისში დედების აქცია იმართება. 

აქციას უერთდებიან სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები, ცნობილი სახეები და სტუდენტები.