აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მიმართვა პრემიერს აქციიდან

29.04.23 16:34
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვის მიმართვა პრემიერს აქციიდან

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვმა, პრემიერ ღარიბაშვილს აქციიდან სიტყვით მიმართა და ქვეყნის პირველ პირს პირდაპირ უთხრა, რომ მისი გადაწყვეტილება არასწორი იყო. 

პრემიერის გადაწყვეტილება არ იყო სწორი, რადგან ჩვენ გვჭირდება წამალი. ის ამბობს, რომ არ გჭირდებათო, პირიქით ჩვენ ძალიან გვჭირდება ეს წამალი". -თქვა ბავშვმა.

"მიეცით წამალი ბავშვებს" - ამ ლოზუნგით, თბილისში დედების აქცია იმართება. 

აქციას უერთდებიან სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები, ცნობილი სახეები და სტუდენტები. 

 

მსგავსი სიახლეები