დამცინეს, ვერ ხვდები, რომ შენს შვილს აღარ ეშველებაო. არა, ბატონო ჯანდაცვის მინისტრო, ეშველება! - მშობლის გამოსვლა აქციაზე
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები წამლის მოთხოვნით პარლამენტის წინ აქციას მართავენ.
მათ უერთდებიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც, რომელთა ემოციებიც გამომსვლელი დედების სიტყვას ვერ უძლებს, ამიტომაც აქციაზე ამ წუთებში, ბევრ ცრემლიან ადამიანს დაინახავთ.
მე დამცინეს, როდესაც მითხრეს, შენ ექიმი ხარ და იმასაც ვერ ხვდები, რომ შენს შვილს აღარ ეშველებაო. არა, ბატონო ჯანდაცვის მინისტრო, ეშველება, იმიტომ, რომ სხვა ქვეყანაში შველიან. ვერ გაგვაჩერებენ. იცით, რა მითხრეს, რომდესაც თამარ გაბუნიას უცხოეთის ქვეყნებში მშობლების წარმატებული ქეისები ვანახე, სადაც მათი შვილები მკურნალობენ? არ ფიქრობ, რომ ეს მარკეტინგული ჯგუფიაო. რა მარკეტინგზე მელაპარაკებით-თქო. რატომ გიყვებით ამას თქვენ, თვქენ უკვე ჩემი ოჯახის წევრები ხართ. მე ვხედავ, როგორ ტირიან ჟურნალისტები ჩვენთან ერთად, როგორ ტირის პოლიცია. გუშინ მითხრა ერთ-ერთმა პოლიცილემა, 20 წელი ვმუშაობ და ასეთი რთული აქცია ჯერ არ ყოფილაო. რა გითხრა, რა გირჩიო, როდესაც მე თვითონ სახლში შვილი მელოდებაო". - თქვა გამწარებულმა მშობელმა აქციაზე.