ძლიერი წვიმა და სეტყვა გორში - 4 სოფელში ხეხილი ფაქტობრივად სრულად განადგურდა

29.04.23 17:20
ძლიერი წვიმა და სეტყვა გორში - 4 სოფელში ხეხილი ფაქტობრივად სრულად განადგურდა

ძლიერმა წვიმამ და ათწუთიანმა სეტყვამ, გორის რაიონში 4 სოფელი დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა ხეხილის ბაღებს კარალეთსა და გარეჯვარში. ფაქტობრივად სრულად განადგურებულია აყვავებული ვაშლის, ატმის და ალუჩის ხეები.

ადგილობრივების ცნობით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნათესები და ხეხილის ბაღები განადგურებულიყო. მოსახლეობა ზარალის დათვლას იწყებს. 

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სამანქანო გზებზეც.