"მოიკლონ ცოტა და ბავშვებისთვის თანხა გამოყონ, წამალი დაუფინანსონ" - ინგა გრიგოლია დედების აქციას შეუერთდა

29.04.23 17:40
"მოიკლონ ცოტა და ბავშვებისთვის თანხა გამოყონ, წამალი დაუფინანსონ" - ინგა გრიგოლია დედების აქციას შეუერთდა

"ტვ პირველის" წამყვანი ინგა გრიგოლია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციას შეუერთდა.

გრიგოლია ხელისუფლებას მოუწოდებს მოიკლონ ცოტა თანხა და ბავშვებს წამლებისთვის გამოუყონ.

ჩვენს ხელისუფლებას არ უნდა დაინახოს, რომ ადამიანებს სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება. არ უნდათ ამის გაგება. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, დედების გევრდით უნდა დადგეს და სოლიდარობა გამოხატოს. ამ ხელისუფლებას მხოლოდ ხალხის პროტესტი თუ შეასმენინებს რამეს. ისეთი კორუფციაა ქვეყანაში და ისეთი საბიუჯეტო აურზაურია, ძალიან დიდი ბოდიში, მოიკლონ ცოტა და ბავშვებისთვის თანხა გამოყონ, წამალი დაუფინანსონ". - ამბობს ინგა გრიგოლია.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობისგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის "ვოზორიტიდის" დაფინანსებას ითხოვენ.