დავით გარეჯის კედლები იშლება - "შაბათის ეთერის" სპეციალური რეპორტაჟი
დავით-გარეჯის კლდეებმა შლა დაიწყო - ე.წ. ქვიშა ქვა დაბლა ჩამოდის. უკვე შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს აღარაა შეუმჩნეველი პროცესი. ბზარები და ნაპრალები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ყოველდღიურად ემატება.
უძველესი მონასტერი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, გადაურჩა თემურ ლენგის დარბევებს და სპარსელთა შემოსევებს 21-ე საუკუნეში შეიძლება ერთ დღეში ჩამოინგრეს. კლდოვანი მასის ჩამოშლის პროცესი დაახლოებით ისე მიმდინარეობს, როგორც ვარძიაში დაიწყო.
მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარში დაარსებული გამოქვაბულთა კომპლექსი სავალალო მდგომარეობაშია: ქვიშა - ქვით ნაშენებ გარეჯის კომპლექსს წვიმა და ნალექი აზიანებს. გამოქვაბულებში წყალი დგება. უძველესი მონასტერი განსაკუთრებით ზამთარში ზიანდება როცა ნაპრალებში ჩასული წყალი იყინება და ბზარები გაფართოებას იწყებს.
სავალალო მდგომარეობის მიუხედავად ბერ- მონაზვნები ამბობენ, რომ აქ სპეციალისტები დიდი ხანია არ გამოჩენილან. ირკვევა, რომ ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 5 წლის წინ იცოდა ეს ამბავი, თუმცა დრო უმოქმედობაში ფუჭად დაკარგეს. სწორედ 5 წლის წინ წინ სურდათ უცხოელ სპეციალისტებს დაწყებულიყო კომპლექსის კონსერვაცია, რადგან ქანების დაშლის პროცესი დაწყებული იყო და ეს შეუქცევად სახეს მიიღებდა. პროგნოზი ახდა - გარეჯს გადაუდებელი დახმარება სჭირდება.
დავით-გარეჯი იშლება - ყველა დეტალი ნახეთ, ნატა ქაჯაიას სპეციალურ რეპორტაჟში: