ოკუპირებულ აფხაზეთში 33 წლის კაცის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა
ოკუპირებულ აფხაზეთში 33 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ეროვნებით ქართველი და სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა.
ჯეირან მარღანია, რომელიც ორი დღის წინ გაუჩირდა, გარდაცვლილი გაგრის ტყეში ნახეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე ვერ ამბობს, იყო თუ არა ის საქართველოს მოქალაქე.
კაცი სასიკვდილოდ, დავარაუდოდ, ნაცნობმა გაიმეტა, მიზეზი კი ვალი გახდა. ახალგაზრდა მამაკაცი ოკუპირებულ გალში დედასთან და 2 ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ბოლო პერიოდში კი თავს ტაქსის მძღოლობით ირჩენდა და გაგრაში მუშაობდა.
"პირველების" გუნდი დეტალებს ამ წუთებში არკვევს.