1 მაისი, 17:00 საათი - ლაზარეს სასამართლო პროცესამდე ერთი დღე რჩება

30.04.23 11:21
1 მაისი, 17:00 საათი - ლაზარეს სასამართლო პროცესამდე ერთი დღე რჩება

1 მაისი, 17:00 საათი - ლაზარეს სასამართლო პროცესამდე ერთი დღე რჩება. რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გასული 21 წლის მომიტინგის ოჯახის წევრები სასამართლო სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში მხარდამჭერებს ელოდებიან.  

აქცია ერთადერთი მოთხოვნით გაიმართება: შეწყდეს  შვილების თაობის დევნა და გაათავისუფლონ ბიჭი, რომელიც ქუჩაში ქვეყნის რუსულ რელსებზე გადაყვანას აპროტესტებდა.

გრიგორიადისის მხარდასაჭერად ხვალ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და სტუდენტები მივლენ.

ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ლზარე არის უკანონოდ დაპატიმრებული, ამიტომ გვიცხადებენ თანადგომას. დღევანდელ სასამართლოში, სადაც არის კლანური მმართელობა, სადაც დანიშნული ჰყავთ თავისი მოსამართლეები, არ გვჯერა ამ მოსამართლეების, რომ გამოიტანენ ისეთ განაჩენს, როგორიც არის სამართლიანია სასამართლო. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთის, რომ ლაზარემ მიიღოს ის სიმართლე, რაც ამ ბავშვს ეკუთვნის. ისე არ არის, რახან ადამიანი სხვანაირა, რახან ადამიანი ფიქრობს ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ეს ადამიანი გაიწიროს. ლაზარეს ვერაფერი დაუმტკიცეს, მაგრამ თავიდანვე პოლიტიზირებულად ჩემი შვილი გამიშავეს, მოხდა მისი დემონიზება, იმიტომ, რომ იყო ვიზუალით სხვანაირი ბავშვი, ამის გამო, რომ იტყვიან, სათავისოდ მოირგო ხელისუფლებამ და ბავში გააშავეს და დაიჭირეს. ამისთის საჭიროა ბრძოლა, რომ დავამტკიცოთ სიმართლე, - ამბობს ლაზარეს მამა ბექა გრიგორიადისი.

პარლამენტის წინ რამდენიმე წუთში ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ, რომლებიც საზოაგდოებას ხვალ საქალაქო სასამართლოში მისვლისკენ მოუწოდებენ. 

მსგავსი სიახლეები