ოკუპანტ ქვეყანაში ღვინის იმპორტით საქართველო მეორე ადგილზეა - ექსპერტები რისკებზე საუბრობენ

30.04.23 12:13
ოკუპანტ ქვეყანაში ღვინის იმპორტით საქართველო მეორე ადგილზეა - ექსპერტები რისკებზე საუბრობენ

ოკუპანტ ქვეყანაში ღვინის იმპორტით საქართველო მეორე ადგილზე გავიდა. ჩვენი ქვეყანა რუსეთისთვის ნატურალური ღვინის მიმწოდებელ უმსხვილეს პარტიორად იქცა. მხოლოდ სამ თვეში, საქართველომ გატანილი ღვინის რაოდენობის მაჩვენებლით ესპანეთსაც კი გადაუსწრო.

საერთაშორისო სანქციების გამო, რუსულ მაღაზიებში დაცარიელებული დახლები  ქართული ღვინით ივსება. 2023 წლის იანვარ-მარტში რუსეთში საქართველოდან ღვინის მიწოდება გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 49%-ით გაიზარდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსეთში ყველანაირ ღვინოს კარგი გასავალი აქვს, თუმცა ბიზნესმენებისთვის  პრიორიტეტული სამშობლო უნდა იყოს. 

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ უკრაინაშია ჩვენი ღვინო გასაგები მიზეზების გამო. რუსეთში, ფაქტობრივად, ყველანაირი ღვინის გაყიდვა შეიძლება, ყალბი ღვინიდან დაწყებული უხარისხოთი დამთავრებული. ბიზნესი ყოველთვის ეძებს ადვილ გზებს. სამწუხაროდ, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა, რბილად რომ ვთქვათ, მოიკოჭლებს საქართველოში. ცუდი სიტყვაა, მაგრამ „სიხარბე“.. რა არის, იცით? ბიზნესი არ არის ყველაზე მაღალი პრიორიტეტი, არ უნდა იყოს სოციუმში და ფასეულობებში, პირველ რიგში, არის სამშობლო, - ამბობს ფაფრის ველის დამფუძნებელი ნუკრი ქურდაძე.

ეკონომიკის ექსპერტები კი რისკებზე საუბრობს. აკაკი ცოამაის თქმით, როგორც კი რუსეთი ჩათვლის, რომ საქართელო მის დღის წესრიგს აღარ მისდევს, თავის სადამსჯელო მექანიზმს აამუშავებს, რაც საქართველოს ეკონონიკაზე მძიმე შედეგებს იქონიებს. 

ის, რომ რუსეთის ბაზარზე იქნება ღვინის წარმოება, ეს ხდება სწორედ იმის ხარჯზე, რომ ძალიან მაღალი იქნება ფალსიფიკაციის ხარისხი რუსეთში ექსპორტირებული ღვინოების. ისინი, ვინც რუსეთში ყიდიან ღვინოს, ძალიან შორს არიან იმისგან, თუ რა არის საწარმოო სტანდარტი და როგორ ავითვისოთ ევროკავშირის ბაზარი. პირობითად, რუსეთი ჩათვლის, რომ საქართველოს მისთვის არასანდო პარტნიორი ხდება და აღარ მისდევს რუსეთის დღის წესრიგს, რომელსაც დღეს საქართელოს მთავრობა აქტიურად მიჰყვება, ის იმ წამსვე თავის სადამსჯელო მექანიზმს აამოქმედებს. ეს კომპანიები აღმოჩნდებიან ძალიან დიდი მოულოდნელი პრობლემის წინაშე, როდესაც მათ ეს ბაზარი დაეკეტებათ, - ამბობს  ექსპერტი. 

მსგავსი სიახლეები