პრემიერის პასუხის მოლოდინში - პროტესტის მე-13 ღამე დედებმა წვიმასა და სიცივეში გაათენეს

30.04.23 12:24
პრემიერის პასუხის მოლოდინში - პროტესტის მე-13 ღამე დედებმა წვიმასა და სიცივეში გაათენეს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მოზარდების დედები ირაკლი ღარიბაშვილის პასუხს ელოდებიან. დედებს აინტერესებთ, რას ფიქრობს პრემიერი 1 სექტემბრამდე მიცემულ ვადაზე. ეს ის მაქსიმალური დროა,  რომლითაც მშობლები შვილებისთვისსს სასიცოცხლოდ აუცილებელი პრეპარატის შეძენას ითხოვენ.

ხვალ მთავრობის სხდომის პარალელურად სამთავრობო კვარტალში  ხმაური იგეგმება. პროტესტის მე-13 ღამის გათევება მშობლებს  წვიმასა და სიცივეში მოუწიათ. 

მე-13 ღამე გაათენეს მშობლებმა. დრეს მოვედი დილით, რომ ძალიან სველები იყვნენ და შეცვალე ისინი, ნელ-ნელა მშობლები ერთმანეთს ვეცვლებით, რომ გავძლოთ და დიდხანს და ყოფნა შევძლოთ. იმედი მაქვს, რომ პრემიერი გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს თემას. გულით ველოდებით მთავორბის სხდომას, ისევ გულით ველოდებით, რომ ჩვენ ბავშვებს გაახარებს, - ამბობს პროტესტის მონაწილე ეკატერინე ჭონქაძე.