ძველ თბილისში მოსახლეობა 7 სართულიანი კორპუსის მსენებლობას აპროტესტებს

30.04.23 12:37
ძველ თბილისში მოსახლეობა 7 სართულიანი კორპუსის მსენებლობას აპროტესტებს

კოტე აფხაზის, გრიგოლ ხანძთელის და ბერიძის ქუჩის კვეთაზე 7 სართულიანი ბინის მშენებლობას ხალხი აპროტესტებს. ძველი თბილისის ისტორიულ უბანში საფრთხის შემცველმა მშენებლობამ მეზობელი სახლები უკვე დააზიანა.

წინააღმდეგები ვართ ჩვენი ეზოს მცხოვრებლები, რომ 7 სართული აშენდეს. ეს ხომ არ არის მასივები, ეს არის ძველი თბილისი. რასაკვირველია, ჩვენი სახლიც შეირყა - ბზარები გვაქვს, დაქანება მიეცა, მაგრამ ჯერ ვცხოვრობთ, არ არის ისეთი მდგომარეობა რომ არ ვიცხოვროთ. ახლა ის პრობლემა გვიდგას, რომ ბინები დაგვიბნელდება, - ამბობს ადგილობრივი.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ ეს  თბილისის მერის კოდევ ერთი სავარაუდო კორუფციული ინტერესით ნაკარნახევი ვანდალიზმია, რადგან არსებობს ეჭვები, რომ სამშენებლო ნებართვა ,,ქართული ოცნების’’ შემომწირველთან დაკავშირებულ კომპანიაზე გაიცა. 

მსგავსი სიახლეები