გაგრაში 33 წლის ჯეირან მარღანია 200 ათასი რუბლის გამო ჩაცხრილეს - ახალი დეტალები

30.04.23 13:13
გაგრაში 33 წლის ჯეირან მარღანია 200 ათასი რუბლის გამო ჩაცხრილეს - ახალი დეტალები

გაგრაში საქართველოს მოქალაქე ორასი ათასი რუბლის გამო ჩაცხრილეს.  ჯეირან მარღანიას 9 ტყვია  ესროლეს. თავსა და გულში მიყენებული უმძიმესი დაზიანებების გამო  33 წლის ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

სისხლიანი გარჩევა გაგრის ცენტრში იმ დროს მოხდა, როცა საქართველოს მოქალაქეს  ერთი ლოკაციიდან მეორეზე  ფული გადაჰქონდა. ირკვევა, რომ საზარელი დანაშაულის შემდეგ, ცხედრი დამნაშავემ ტყეში გადამალა.

"პირველები" იმ ადამიანებს ესაუბრე, ვინც საქმის დეტალები იციან. ერთ-ერთი ყვება, რომ 33 წლის კაცს მანქანის ხელოსანმა გაგრაში გავლა და იქინდა ფულის წამოღება სთხოვა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება. 

მანქანა ჰყოლია სომეხთან შესაკეთებლად. ამ სომეხს მოუთხოვია მანქანის რაღაც ნაწილი, დეტალი რაღაც. ეს წამოსულა გალის მხარეს, ზუგდიდის მხარეს და ეს მიჰქონდა ახლა ამ ხელოსანისთვის. ამ ხელოსან დაურეკავს ამისთვის და უთქვამს, რომ ჩემი ვალი აქვს ვიღაც აფხაზსო, 200 ათასი რუბლი და რადგან შენც გაგრაში ხარ, წამოიყოლეო. სადღაც ამ გზაზე შეხვდა ამ აფხაზს და იქიდან ქრება ამ ბიჭის კვალი. იპოვეს ცხედარი 9 ტყვიით. ოღონდ ეს ცხედარიც დამალულივით ყოფილა, გადაფარებული ანჭრით და ტოტებით. მანქანა 3 კმ-ში უპოვიათ. ასე ამბობენო, რომ ის აფხაზი ნარკომანი იყოო და აფხაზიც დაკავებულია და სომეხიც დაკავებულიაო, მაგრამ ის აფხაზი ამბობს, რომ მე არ ვიციო, მე ფული მივეციდ ა წავიდაო, მერე რა მოხდა, ეგ მე არ ვიციო, -

 

მომხდარის კიდევ ერთ ვერსიას აფხაზური მედია ავრცელებს. ირკვევა, რომ მარღანია თანხის გამოსართმევად თანმხლებ პირთან, მეგობართან ერთად წავიდა და მას შემდეგ, რაც აფხაზს ფული გამოართვა, ის სასიკვდილოდ მეგობარმა გაიმეტა. არსებობს ეჭვი, რომ აფხაზი ახლა ისრების გადატანს სხვაზე ცდილობს.

მეგობრებმა მითხრეს აფხაზური, ადგილობრივი ვერსია, თითქოსდა და ვიღაც ახლდა აი, ამ ბიჭს, რომელიც თანხის ასაღებად იყო გაგზავნილი და მერე იპოვის ვინც ახლა აი, ამ მეგობრის სახლთან სადღაც 200-300 მეტრში მოკლული. ამ ვერსისს ბევრს იმიტომ არ სჯერა, რომ შეიძლება თავად მკვლელმა განავიტარა ასეთი ვერსია, რომ სხვაზე იყოს ეჭვი. რაღაც ჯგუფია, რომელიც იქ მუშაობს, ჩასულები და ხანდახან არის ეგეთი სახელით. სხვატაშორის, ძალიან მოხშირდა ასეთი კრიმინალური შემთხვევები, როდესაც თანხის გამო ხდება მკვლელობა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, - ყვება კიდევ ერთი მოქალაქე. 

განზრახ მკვლელობისთვის ორი ადამიანია დაკავებული. აფხაზურ პოლიციას უკვე აქვს მოწმეთა ჩვენებები.