ლაზარეს უფლებების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია! - ხაბეიშვილის საგანგებრო ბრიფინგი

30.04.23 13:31
ლაზარეს უფლებების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია! - ხაბეიშვილის საგანგებრო ბრიფინგი

ენმ-ს თავმდჯომარე მოქალაქეებს მოუწოდებს,  ხვალ ლაზარე გრგორიადისის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოს ეზოში მივიდნენ. ლევან ხაბეიშვილის განცხაებით, 21 წლის ბიჭი უკანონო პატიმარია და თუ ვინმემ კანონი დაარღვია, ეს მხოლოდ მმართველი გუნდია. 

ყველა, ვინც ფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, ევროკავშირში, თქვენ გემუქრებიან დაკავებით და ამის ნათელი გამოხატულება და დადასტურება არის ლაზარე. ამ ახალგაზრდა ადამიანის სასამართლო გაიმართება ხვალ, 1 მაისს 17:00 საათზე საქალაქო სასამართლოში და თითოეული მოქალაქის ვალია, ვიყოთ და დავიცვათ ლაზარეს უფლებები, იმიტომ, რომ ის, ფაქტობრივად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე წინასწარ პატიმრობაშ იჰყავთ მძევლად აყვანილი და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, თუ ვინმემ დაარღვია კანონი, თუ ვინმემ დაარღვია კონსტიტუცია, ეს არის „რუსული ოცნება“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

ლაზრე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი ხვალ საქალაქო სასამართლოში 17:00 სააძტე ჩანიშნული. 21 წლის ბიჭის მხარდასაჭერად ადგილზე მისვლას პოლიტიკოსები, მოქალაქეები და სტუდენტები გეგმავენ.  

მსგავსი სიახლეები