ახალი მტკიცებულება ლაზარეს საქმეში - 21 წლის ახალგაზრდას აღიარებითი ჩვენება მუქარით ჩამოართვეს

ლაზარეს საქმეზე ადვოკატებმა ახალი მტკიცებულებები მოიპოვეს. მოპოვებულია მოწმის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ 21 წლის ახალგაზრდას აღიარებითი ჩვენება შანტაჟისა და მუქარის საფუძველზე ჩამოართვეს.
სისხლის სამათლის საქმეში მოპოვებულ ახალ მტკიცებულებასსს ადვოკატი ხვალ მოსამართლეს წარუდგენს.
ლაზარე პირდაპირ ამბობდა იმას, რომ მე, ეს ჩვენება მივეცი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ დამანახეს ჩემი მეგობარი გიორგი ჯალიაშვილი, ამოიყვანეს და მითხრეს, რომ დააკავებდნენ მას, თუ თვითონ არ მისცემდა აღიარებით ჩვენებას. დავის მხარემ გამოკითხა მოწმედ გიორგი ჯალიაშვილი, რომელი გამოკითხვის საქმეც სისხლის საქმის მასალებში ჩავდეთ და ჯალიაშვილი უბრალოდ ადასტურებს იმ გარემობას, რომ რეალურად, იმ დროს, როდესაც ლაზარე იკითხებოდა, ისიც იმყოფებოდა შსს-ს შენობაში და მას ლაზარე დაანახეს. კერძოდ, დაანახეს იმ მოტივით, რომ მიეწოდებინა რაღაც ფეხსაცმელები. დაცვის მხარე სრულ მზადყოფნაშია. ხვალ გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება, კერძოდ, დარჩეს თუ არა პატიმრობაში. ყველა საფუძველი გავქვს დასაბუთებული წერილობით, თუ რატომ არ უნდა პატიმრობაში და ის საფრთხეები, თუნდაც რაზედაც ბრალდების მხარე აპელირებდა თავდაპირველად, დღესდღეისობით საერთოდ აღარ არსებობს. მე ვთვლი, რომ არც მაშნ არ არსებობდა, მაგრამ მითუმეტეს დღეს საერთოდ აღარ არსებობს. გამოძიება, პრაქტიკულად დასრულებულია, საქმეზე მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები, რომელზეც ვერანბაირა ზეგავლენას ვერ მოახდენს ბრალდებული, - ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.
ლა-არეს გლდანის ციხიდან თბილიისის საქალაქო სასამართლოში 5 საათზე გადაიყანენ.