ზუგდიდში, ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

30.04.23 17:01
ზუგდიდში, ქუჩაში  მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

ზუგდიდში, ქუჩაში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, ის, სავარაუდოდ, 2 დღისაა. ბავშვი რუხში, სკოლის გვერდით არსებულ გზაზე იპოვეს. 

დედის ვინაობა დადგენილია, თუმცა ის ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. 

ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  ის ამ დროისთვის საავადმყოფოში შემოწმებებს გადის.

მსგავსი სიახლეები