"კომენდანტის საათთან" დაკავშირებით ბევრი ჩივილია, ამის თაობაზე ვიმსჯელებთ - პრემიერი

17.05.21 11:49
"კომენდანტის საათთან" დაკავშირებით ბევრი ჩივილია, ამის თაობაზე ვიმსჯელებთ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, თქმით, ე.წ. კომენდანტის საათის ხანგძლივობის საკითხზე  საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

მისი თქმით, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას ქვეყანაში.

ჩვენ ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ კომენდატის საათი არის შემაწუხებელი. ამის თაობაზე ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამისს გადაწყვეტილებებს იმისდა მიხედვით, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან," - ამბობს მთავრობის მეთაური.