სამეგრელოში ჩანთაში მძინარე ჩვილი იპოვეს - პოლიციამ გამოძიება დაიწყო

30.04.23 20:14
სამეგრელოში ჩანთაში მძინარე ჩვილი იპოვეს - პოლიციამ გამოძიება დაიწყო

სამეგრელოში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.  ბავშვი სოფელ რუხში საავტომობილო გზასთან ახლოს ჩანთაში მძინარე მიატოვეს. ის ადგილობრივმა ქალმა იპოვა და 112 დახმარება სთხოვა. ჩვილი ახლა  ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული.

პოლიციამ უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, ვინ დატოვა ქუჩაში მძინარე ბავშვი.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილი რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები